logo
ENG



ლავროვი ევროკავშირს და NATO-ს "უსაფრთხოების გარანტიებს" სთავაზობს

29 ოქტ 202500:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/28/7wnvvw5fugf2bm3.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია „უსაფრთხოების გარანტიები“ მიაწოდოს ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს.

ამის შესახებ მან ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის მტკიცებით, რუსეთს „არ აქვს და არასდროს ჰქონია განზრახვა, თავს დაესხას NATO-სა და ევროკავშირის არც ერთ ამჟამინდელ წევრს“.

„ჩვენ მზად ვართ, ეს პოზიცია დავაფიქსიროთ ევრაზიის ამ ნაწილისთვის განკუთვნილ მომავალ უსაფრთხოების გარანტიებში", - ამტკიცებს იგი.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები „შორდებიან ამ მომავალი გარანტიების განხილვას ნამდვილად კოლექტიურ საფუძველზე“, რადგან ისინი უსაფრთხოების გარანტიებს ეძებენ არა რუსეთთან ერთად, არამედ რუსეთის წინააღმდეგ.

მანამდე კი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევად არ მიიჩნევს.

მან ასევე კატეგორიულად უარყო აშშ-ის წინადადება საომარი მოქმედებების ამჟამინდელ დემარკაციის ხაზზე შეწყვეტის შესახებ.


close დახურვა